ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
პრემიერ-მინისტრი ადგილზე თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.