საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოეტ რეზო ამაშუკელის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა რეზო ამაშუკელის ოჯახს მიუსამძიმრა.
სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.
პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში 10 იანვარს გარდაიცვალა. მას საბურთალოს პანთეონში დღეს დაკრძალავენ.