ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა
ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიანა ჟღენტს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა მას ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, დიანა ჟღენტმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.

დიანა ჟღენტი ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობას იკავებდა. ასევე, ხელმძღვანელობდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს. დიანა ჟღენტს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, იგი საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.