ირაკლი ღარიბაშვილმა მედლინ მუნს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მედლინ მუნს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) უმასპინძლა.
თავდაცვის მინისტრმა მედლინ მუნს მადლობა გადაუხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის, რაც ასახულია მათ რეზოლუციებსა და რეკომენდაციებში.
მედლინ მუნმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებულ მაღალ სტანდარტებზე, ქართველი სამხედროების სამაგალითო მონაწილეობაზე სამშვიდობო მისიებში და აღნიშნა, რომ JTEC ნატოს ოჯახის ერთგულების კიდევ ერთი დასტურია.