ირაკლი ღარიბაშვილმა ლენტეხში, თამარ მეფის განახლებული ქუჩა დათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ლენტეხში, თამარ მეფის განახლებული ქუჩა დათვალიერა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ქუჩის რეაბილიტაცია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდა.
მთავრობის მეთაურს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა.
პროექტის ფარგლებში განახლდა შენობების გარე ფასადები, შეიცვალა კარ-ფანჯრები, ჩატარდა ქუჩების, სკვერების გამწვანებისა და მოპირკეთება-მოწყობის სამუშაოები.
პროგრამის “განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ლენტეხში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 24 შენობას, ჯამში, რეაბილიტირდება 39 შენობის გარე ფასადები, იცვლება კარ-ფანჯრები, მოეწყო გზის გამყოფი გამწვანების ზოლი, ღობეები, ტროტუარები, მოეწყობა სკვერი. სამუშაოები ჩატარდა სამ ეტაპად. პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოებში დაიხარჯა 4 935 828 ლარი, დამატებით იგეგმება 1 800 000 ლარის ინვესტირება.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.