ირაკლი ღარიბაშვილმა ხორბლისა და ქერის ექსპორტის დროებით აკრძალვაზე განკარგულებას ხელი მოაწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხორბლისა და ქერის ექსპორტის დროებით აკრძალვაზე განკარგულებას ხელი მოაწერა.
როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.
„მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის ომთან, 2023 წლის 1-ელ ივლისამდე აიკრძალოს საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2022 წლის 4 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე“, – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.