ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო შეცვლაზე გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ ადასტურებს, რომ მინისტრთა კაბინეტში მორიგი საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი.
ირაკლი ღარიბაშვილს ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დაუსვეს კითხვა, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ტყუილია.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს თეა წულუკიანი შეცვლიდა.