ირაკლი ღარიბაშვილმა, ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის მეთაური, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად „იად ვაშემში“ იმყოფებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მუზეუმი დაათვალიერა, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.