ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან საქართველოში საინვესტიციო ბანკის მიმდინარე პროექტები მიმოიხილა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს, ვერნერ ჰოიერს მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.
პრემიერმა EIB-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი უწვეს საქართველოს ქვეყნის სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში საინვესტიციო ბანკის მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო EIB-ის მონაწილეობას კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. დადებითად შეფასდა პროგრამები საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების, ისევე როგორც ქვეყნის დიგიტალიზაციისა და ენერგეტიკის მიმართულებით. EIB-თან თანამშრომლობის განმავლობაში საქართველოში განხორციელდა 2.04 მილიარდ ევრომდე მოცულობის მხარდაჭერა საჯარო და კერძო სექტორში.
ინფორმციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.