ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს დამდეგი დღესასწაული მიულოცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საზეიმო მიღებაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.