ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, დელეგაციასთან ერთად, ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, დელეგაციასთან ერთად, ვახშამზე უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.