ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკურ საბჭოში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავების საკითხზე ისაუბრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.
ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას საკითხთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდა.
„9 ნოემბერს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ქართველი ფიზიკოსი და საქართველოს ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, უკანონოდ დააკავეს მაშინ, როდესაც გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პაციენტთან ჰქონდა ვიზიტი. ის დააკავეს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ცხინვალის რეჟიმის ორგანოებმა და მის მიმართ აღძრულია საქმე „ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“. ჩვენ მოვახდინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიცაზია, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქის, ექიმ გაფრინდაშვილის დროული, უსაფრთხო და მშვიდობიანი დაბრუნება. გუშინვე გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხი. პლენარულ სესიაზე ღია დისკუსიის დროს ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ექიმი გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.