საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
დაღუპულ გმირთა მემორიალთან პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურმა განცხადებაც გაავრცელა.
„9 აპრილი ტრაგიკული თარიღია, როდესაც პატივს მივაგებთ მამულიშვილთა ნათელ ხსოვნას, ამავდროულად, არის ქართველთა ერთობის, იმ ფასეულობათა საბოლოოდ გამარჯვების დღე, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ქმნიდა ჩვენს დიდ ისტორიას“, – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.