ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო
ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

პრემიერ-მინისტრი 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალთან თბილისის მერ კახა კალაძესთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად მივიდა და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

მემორიალთან 13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მაცხოვრის ამაღლების ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ლუკა ბითაძემ აღავლინა.

13 ივნისის ტრაგედიიდან შვიდი წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.