ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა ბერლინში დღეს გაიმართება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან პირისპირ შეხვედრას ბერლინში დღეს გამართავს.
გერმანიის კანცლერის ოფისის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილსა და ოლაფ შოლცს შორის მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება მიმდინარე საერთაშორისო, უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხებზე, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის თემებზე.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი გუშინ, 8 ივნისს დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში გაიმართა.