ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ
ხმაურია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. ადგილზე იმყოფებიან გიორგი ონიანი, დიმიტრი ბიძინაშვილი, ნიკა ნოზაძე და ზვიად კუპრავა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი ირაკლი ღარიბაშვილია.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, რომელმაც ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანა.
როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, აქციის მონაწილის დაკავება მას შემდეგ მოხდა, როდესაც პოლიციამ შეკრებილებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა. პოლიცია მათ მოუწოდებდა, გზის სავალი ნაწილი დაეტოვებინათ და გზაზე წარწერები არ გაეკეთებინათ.