ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყნის ეროვნული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და მისი განხორციელების შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ დაგეგმილი თითოეული რეფორმა, პროგრამა, პროექტი მოქალაქეების პირობების გაუმჯობესებას, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის გაძლიერებას ემსახურება.