ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, ფილოლოგის, არმენოლოგისა და აღმოსავლეთმცოდნის ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს ზაზა ალექსიძის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, ფილოლოგის, არმენოლოგისა და აღმოსავლეთმცოდნის ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო. ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის ამ მასშტაბის მეცნიერის დაკარგვა დიდი დანაკლისია. თანავუგრძნობ ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

87 წლის ასაკში ისტორიკოსი, მეცნიერი, ფილოლოგი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე დღეს გარდაიცვალა.