ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაზე დიდი გავლენა ვინც შეიძლება, მოახდინოს მოზარდის განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე, ოჯახის ინსტიტუტთან ერთად ხართ სკოლა, მასწავლებლები და ეკლესია
ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაზე დიდი გავლენა ვინც შეიძლება, მოახდინოს მოზარდის განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე, ოჯახის ინსტიტუტთან ერთად ხართ სკოლა, მასწავლებლები და ეკლესია

ყველაზე დიდი გავლენა  ვინც შეიძლება მოახდინოს მოზარდის განვითარებაზე, აზროვნებაზე, ცნობიერებაზე, მსოფმხედველობის განსაზღვრასა და ჩამოყალიბებაზე, ოჯახის ინსტიტუტთან ერთად ხართ თქვენ – სკოლა, მასწავლებლები და ეკლესია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მასწავლებლები ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრები არიან.

„მე მინდა, განსაკუთრებული პატივისცემა დაგიდასტუროთ, ვინაიდან თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრები, ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები. ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების, მე ასე ვიტყოდი, ჩვენი შვილების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია სწორედ თქვენ, ჩვენს დამსახურებულ, ღვაწლმოსილ და გმირ პედაგოგებს გაკისრიათ. მე ასე ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი გავლენა ვინც შეიძლება, მოახდინოს მოზარდის, მოსწავლის განვითარებაზე, აზროვნებაზე, მის ცნობიერებაზე, მისი მსოფმხედველობის განსაზღვრასა და ჩამოყალიბებაზე, ოჯახის ინსტიტუტთან ერთად ხართ თქვენ – სკოლა, მასწავლებლები და ეკლესია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.