ირაკლი ღარიბაშვილი - ყველამ კარგად იცის ოდიოზური ფიგურები, რომლებიც მართავდნენ ჩვენს უწყებას 2012 წლამდე, მაშინ ხდებოდა ჯარის პოლიტიზება და ჯარისკაცების მიმართ პოლიტიკური რეპრესიული მანქანა სრული დატვირთვით მუშაობდა
ირაკლი ღარიბაშვილი - ყველამ კარგად იცის ოდიოზური ფიგურები, რომლებიც მართავდნენ ჩვენს უწყებას 2012 წლამდე, მაშინ ხდებოდა ჯარის პოლიტიზება და ჯარისკაცების მიმართ პოლიტიკური რეპრესიული მანქანა სრული დატვირთვით მუშაობდა

ყველამ კარგად იცის ოდიოზური ფიგურები, რომლებიც მართავდნენ ჩვენს უწყებას 2012 წლამდე, სწორედ მაშინ ხდებოდა ჯარის პოლიტიზება და ჯარისკაცების მიმართ პოლიტიკური რეპრესიული მანქანა მუშაობდა სრული დატვირთვით, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში დეპუტატ მერაბ ქვარაიას კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, უამრავი ფაქტი არსებობს იმისა, რომ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, შენობაში ხდებოდა ადამიანების წამება და ამასთან დაკავშირებით გამოძიებაც არის ჩატარებული თავის დროზე, კონკრეტული შედეგები არის დამდგარი.

„რაც შეეხება ჩვენს უწყებას კონკრეტულად, ყველამ კარგად იცის ოდიოზური ფიგურები, რომლებიც მართავდნენ ჩვენს უწყებას 2012 წლამდე. მათი სახე იყო სამხედრო პოლიციის ცნობილი სადისტი მეგის ქარდავა. სწორედ მაშინ ხდებოდა ჯარის პოლიტიზება და ჯარისკაცების მიმართ პოლიტიკური რეპრესიული მანქანა მუშაობდა სრული დატვირთვით. უამრავი ფაქტი არსებობს იმისა, რომ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, შენობაში ხდებოდა ადამიანების წამება და ამასთან დაკავშირებით გამოძიებაც არის ჩატარებული თავის დროზე, კონკრეტული შედეგები არის დამდგარი.

ვფიქრობ, საზოგადოებამ ყველაფერი კარგად იცის, თუმცა ვეთანხმები ბატონ მერაბს, რომ ხანდახან საჭიროა შეხსენება იმისა, თუ რას წარმოადგენს ეს ძალა, რა მემკვიდრეობა დაგვიტოვეს მათ და როგორი არის ჩვენი მიდგომები და ჩვენი პოლიტიკა ზოგადად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.