ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა საერთაშორისო ფორმატში, უკრაინელი მეგობრების მიმართ საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა
ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა საერთაშორისო ფორმატში, უკრაინელი მეგობრების მიმართ საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა

არ მინდა, ჩვენი უკრაინელი პარტნიორების განცხადებებზე კომენტარი ვაკეთო, უკრაინელებს ძალიან მძიმე განსაცდელი უდგათ, ომში არიან და ამიტომ ყველა განცხადებაზე კომენტარს მე ვერ გავაკეთებ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ამასთან, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ყველა საერთაშორისო ფორმატში საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი მეგობრების მიმართ.

„არ მინდა, ჩვენი უკრაინელი პარტნიორების განცხადებებზე კომენტარი ვაკეთო. მათ ძალიან მძიმე განსაცდელი უდგათ, ომში არიან და ამიტომ ყველა განცხადებაზე კომენტარს მე ვერ გავაკეთებ. მინდა, მოვუწოდო ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, გავაგზავნოთ ჰუმანიტარული ტვირთები. ყველა დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი მეგობრების მიმართ. დავადასტურეთ ჩვენი სოლიდარობა, უკრაინაში გავაგზავნეთ 400 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი და რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.