ირაკლი ღარიბაშვილი -  ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტში სასტიკად მარცხდება „ნაციონალური მოძრაობა“, არჩევნების გზით მათი ხელისუფლებაში დაბრუნება გამორიცხულია, რაც კარგად იციან
ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტში სასტიკად მარცხდება „ნაციონალური მოძრაობა“, არჩევნების გზით მათი ხელისუფლებაში დაბრუნება გამორიცხულია, რაც კარგად იციან

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება არის პრაქტიკულად შეუძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროვოკაციებით ქვეყნის განვითარებას ვერ შეაფერხებენ და ყველა მცდელობა კრახით დასრულდება.

„მათ ძალიან კარგად იციან, რომ ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში სასტიკად მარცხდება „ნაციონალური მოძრაობა“. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება არის პრაქტიკულად შეუძლებელი, გამორიცხული, რაც ჩვენმა ხალხმა დაადასტურა შვიდ არჩევნებში. ერთადერთი თეორიული შანსი, რაც მათ რჩებათ, არის, რომ რაიმე სახის პრვოკაციით ჩვენი განვითარების შეფერხება შეძლონ. რა თქმა უნდა, ეს კრახით დასრულდება, ისევე როგორც დასრულდა მათი ნებისმიერი მცდელობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.