ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მეორე ტურს, ტყუილად ირჯებიან დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები, ვერც ერთ ქალაქში ვერ იმარჯვებენ
ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს, მეორე ტურს. ტყუილად ირჯებიან დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები, ვერც ერთ ქალაქში ვერ იმარჯვებენ, ეს ვიცით კვლევებით, გამოკითხვებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთში კანდიდატებთან და შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პრემიერის თქმით, მმართველ გუნდს მოსახლეობის გადაწყვეტილების სჯერა.
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საჭიროა, მეტი კოორდინაცია, აქტიური მუშაობა სამხარეო ადმინისტრაციასთან, ცენტრალურ მთავრობასთან.
„ცენტრალურ მთავრობას ყველა მუნიციპალიტეტში უამრავი პროექტი აქვს გაკეთებული. როგორ წარმოგიდგენიათ, მერი იყო ოპოზიციონერი, ჯიბრში ედგეს საკუთარ ხალხს, საკრებულოს, მით უმეტეს, თიანეთში საკრებული მთლიანად ჩვენს ხელშია, რა თქმა სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ეს შეაფერხებს საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებას. ვიცით, რომ „ნაცმოძრაობა“ არის მთავარი მიზეზი და ბარიერი ქვეყნის განვითარების, მაგრამ ჩვენ არჩევნები მოვიგეთ, მათი დესქრუქციული ლიდერი არის ციხეში, იქ დიდხანს იქნება და არჩევნების შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ მხოლოდ საქმეზე საუბარს და საქმის კეთებას. ის დაფინანსება, რაც არის განსაზღრული, ბუნებრივია, ყველა მუნიციპალიტეტს ექნება, მაგრამ მთავრობის ხელშია სხვა დამატებითი ბერკეტები, უამრავი პროექტის დაფინანსება შეგვიძლია ცენტრალურ მთავრობას და ასეც ხდება. გუშინ მე ვთქვი, რომ ქუთაისს მინდა გავუზარდო ბიუჯეტი და სხვა დიდ ქალაქებს.; ძალიან ბევრი პროექტის დაფინასება გვინდა, ეს შემაფერხებელი ბარიერი იქნება ჩვენთვისაც და ნაკლები მოტივაცია გვენება იმ შემთხვევაში, თუ იქნება ოპოზიოციური კანდიდატი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.