ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა არჩევნები დასრულებულია, ჩვენ გავიმარჯვეთ, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს
ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა არჩევნები დასრულებულია, ჩვენ გავიმარჯვეთ, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს

ნამდვილად აღარ მაინტერესებს არც ოპოზიციონერების კითხვები, არც აბსურდული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.

„არ არის საინტერესო შეკითხვა. მე ნამდვილად აღარ მაინტერესებს არც ოპოზიციონერების კითხვები, არც აბსურდული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ. შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. ასე რომ, მანამდე გთხოვთ, რომ მადროვოთ, ამდენი სამუშაო მაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.