ირაკლი ღარიბაშვილი - ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი და ჩვენ ამას მკაფიოდ ვემიჯნებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია.
როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნებისმიერ ძალადობაზე პოლიციის პასუხი არის მყისიერი.
„რაც შეეხებოდა თავდასხმებს და აგრესიულ გამოვლინებას, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში პოლიტიკოსების თუ ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. რა თქმა უნდა, ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი და ჩვენ მკაფიოდ ვემიჯნებით ამ ძალადობას, მაგრამ იცით, რომ პოლიციამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და ჩვენი პასუხი არის ამით ნათქვამი“, – განაცხადა პრემიერმა.