ირაკლი ღარიბაშვილი - წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების დაძლევა და ალტერნატიული ენერგიის წყაროებში კაპიტალდაბანდება გადამწყვეტია კლიმატის ცვლილების ეფექტის შესარბილებლად
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ, მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწყობილ დისკუსიაში – „ინვესტირება ენერგეტიკის მომავალში“ – მიიღო მონაწილეობა.
მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების დაძლევა და ალტერნატიული ენერგიის წყაროებში კაპიტალდაბანდება გადამწყვეტია კლიმატის ცვლილების ეფექტის შესარბილებლად.
„მონაწილეობა მივიღე გაერო-ს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში. ინფორმაციით დატვირთულ დისკუსიებს ვაწარმოებთ სუფთა ენერგიის მოხმარების მნიშვნელობის შესახებ. წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების დაძლევა და ალტერნატიული ენერგიის წყაროებში კაპიტალდაბანდება გადამწყვეტია კლიმატის ცვლილების ეფექტის შესარბილებლად“,- წერს პრემიერ-მინისტრი.