ირაკლი ღარიბაშვილი - წარმატებული აღმოჩნდა Starring Georgia-ს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ორი გრანდიოზული მეგაშოუ გაიმართა საქართველოში
ირაკლი ღარიბაშვილი - წარმატებული აღმოჩნდა Starring Georgia-ს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ორი გრანდიოზული მეგაშოუ გაიმართა საქართველოში

საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა Starring Georgia-ს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ორი გრანდიოზული მეგაშოუ გაიმართა საქართველოში, მადლობა Starring Georgia-ს მთელ შემადგენლობას და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი მეგაშოუების ორგანიზებაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა 2024 წელსაც აპირებს მნიშვნელოვანი, დიდი სიურპრიზების ორგანიზებას საქართველოში.

„იცით, რომ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა Starring Georgia-ს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ორი გრანდიოზული მეგაშოუ გაიმართა საქართველოში. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე – და არამხოლოდ ჩვენი თანამოქალაქე – დაესწრო ამ კონცერტებს და ძალიან მოეწონათ, კმაყოფილები იყვნენ. ჩვენ გაისად, 2024-შიც ვაპირებთ ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი სიურპრიზების ორგანიზებას საქართველოში. ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობა Starring Georgia-ს მთელ შემადგენლობას და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი მეგაშოუების ორგანიზებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.