ირაკლი ღარიბაშვილი - მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ ყურბან ბაირამს, საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა რელიგიების მიმართ პატივისცემით, ეს ჩვენი საამაყო ტრადიციაა და მუდამ ასე იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
პრემიერის განცხადებით, საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა რელიგიების მიმართ პატივისცემით, შემწყნარებლობით და ყოველთვის ასე იქნება.
„ღრმა პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან ბაირამის დიდ დღესასწაულს, სიკეთის გამარჯვების, ურთიერთპატივისცემის, სიკეთის ზეიმის დღეს. საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა რელიგიების მიმართ პატივისცემით, შემწყნარებლობით, ეს ჩვენი საამაყო ტრადიციაა და ასე იქნება მუდამ. ჩვენ ერთად ვაშენებდით ჩვენს ქვეყანას და გავაგრძელებთ მომავალშიც. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა მუსლიმს, მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ თითოეულ მათგანს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.