ირაკლი ღარიბაშვილი - საერთაშორისო თანამეგობრობამ, მთელმა მსოფლიომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს
ირაკლი ღარიბაშვილი - საერთაშორისო თანამეგობრობამ, მთელმა მსოფლიომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს

მთელმა მსოფლიომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს უკრაინაში ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდეს.

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ეს უნდა დავგმოთ ყველამ ერთად და საერთაშორისო თანამეგობრობამ, მთელმა მსოფლიომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი. აქვე მინდა დავამატო, რომ ვუერთდები მსოფლიო ლიდერების მოწოდებას საკუთარი მოქალაქეების მიმართ და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თითოეული მოქალაქე, მათი სიცოცხლე ჩემთვის და ჩვენთვის, ყველასთვის, არის ძალიან ძვირფასი. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, ისევე, როგორც გამოვხატეთ მთელმა ქვეყანამ, მთელმა საქართველომ, მოსახლეობამ, ქართველმა ხალხმა სოლიდარობა. აღარ მინდა გავიმეორო, რომ ასობით ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავგზავნეთ, უპრეცედენტო იყო მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. საჭიროა, რომ ეს ჰუმანიტარული პროცესი, ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდეს და ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.