ირაკლი ღარიბაშვილი - ვისურვებდი, საქართველოში დამკვიდრდეს ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც არის ევროკავშირში, სადაც ჟურნალისტები იცავენ რესპონდენტის უფლებებს და არ გადადიან შეტევაზე
ვისურვებდი, ჟურნალისტებმა დააკმაყოფილოთ ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია, სადაც ჟურნალისტები პატივს სცემენ ერთმანეთის აზრს, მათ შორის იცავენ რესპონდენტის უფლებებს და არ გადადიან შეტევაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რა ნაბიჯები იდგმება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.
ღარიბაშვილის თქმით, ისურვებდა, რომ ეს სტანდარტი საქართველოში ეტაპობრივად დამკვიდრდეს.
„თქვენ ახსენეთ ევროინტეგრაცია და ვისურვებდი, რომ ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სადაც ჟურნალისტები პატივს სცემენ ერთმანეთის აზრს, მათ შორის იცავენ რესპონდენტის უფლებებს და არ გადადიან შეტევაზე, ჩვენთანაც ეტაპობრივად დამკვიდრდეს. ასევე ის, რომ ჟურნალისტებმა ერთმანეთს, კოლეგებს პატივი უნდა სცეთ, უნდა დაელოდოთ რესპონდენტის პასუხს და ამის შემდეგ დასვათ დასაზუსტებელი კითხვები. ეს არის მინიმალური ევროპული სტანდარტი, რაც თქვენ უნდა დააკმაყოფილოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.