ირაკლი ღარიბაშვილი - ვიდრე „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, არ დავუშვებთ მეორე ფრონტს, ეს გამორიცხულია, ამაზე არავინ უნდა ფიქრობდეს, ილუზია არავის ჰქონდეს
მინდა, ყველას, ყველა ადამიანს, რომელიც დღეს უკრაინაში იბრძვის, ვუსურვო მშვიდად დაბრუნება, მშვიდობიანი დაბრუნება საკუთარ ოჯახებში, ნუ დაიდებენ საშვილიშვილო ვალს და საშვილიშვილო ცოდვას ნუ ჩაიდენენ. ნუ აჰყვებიან ამ ბინძურ პროვოკატორებს და ნუ ჩაერთვებიან ამ პროვოკაციაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვიდრე „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ხელისუფლება მეორე ფრონტს არ დაუშვებს.
„ვიცი, რომ უკრაინიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ჩამოვიდა. მინდა, მათ მივმართო – მათაც ნუ ექნებათ რაღაც ილუზია და განცდა, რომ აქ რაღაც მოხდება. არაფერი მოხდება, ჩემო ძმებო. მინდა, ყველას, ყველა ადამიანს, რომელიც დღეს უკრაინაში იბრძვის, ვუსურვო მშვიდად დაბრუნება, მშვიდობიანი დაბრუნება საკუთარ ოჯახებში. ნუ დაიდებენ საშვილიშვილო ვალს და საშვილიშვილო ცოდვას ნუ ჩაიდენენ. ნუ აჰყვებიან ამ ბინძურ პროვოკატორებს და ნუ ჩაერთვებიან ამ პროვოკაციაში. მე ვიცი ძალიან ბევრი, ჩვენ ვიცით იმაზე მეტი, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა – სახელმწიფო დღეს არის მოწოდების სიმაღლეზე. ამიტომ დავაფიქსირე თავიდანვე ჩემი აზრი, რომ დღეს სახელმწიფომ გამოიჩინა სიმტკიცეც და გონიერებაც. მეორე მხრივ, ვიდრე „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ჩვენ აქ არ დავუშვებთ მეორე ფრონტს. ეს არის გამორიცხული. ამაზე არავინ უნდა ფიქრობდეს, ილუზია არავის ჰქონდეს, ნურც ამ ადამიანებს. სამარცხვინო იყო. თუ ამბობ, ერთი მხრივ, რომ ხარ მეომარი და სამხედრო კაცი ხარ, კიდევ მინდა, გავიმეორო, ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას და ყველა დააბრუნოს ღმერთმა მშვიდობიანად თავის სახლში; რომ გამოდიხარ პოლიტიკურ აქციებზე რაღაც სიტყვებით, ეს რა უბედურებაა, რა ხდება საერთოდ. მაშინ უნდა თქვან, რომ ესენი არიან პოლიტიკოსები. ხომ იყვნენ პოლიტიკოსები წასულები, იგივე ირაკლი ოქრუაშვილი, ვიღაცები. ესე იგი, ისინიც ასეთივე პოლიტიკოსები არიან. ამიტომ გაჩერდნენ, წყნარად და მშვიდად იყვნენ ყველანი და ნუ შეეცდებიან აქ არეულობის შემოტანას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.