ირაკლი ღარიბაშვილი - ვეტერანებმა, ჩვენი ქვეყნის საამაყო ჯარისკაცებმა ღირსეულად ატარეს ქართველი სამხედროს მუნდირი და დაიცვეს ქვეყანა, ჩვენ ვალში ვართ თქვენი დამსახურების წინაშე
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 26 მაისი – დამოუკიდებლობის დღე ვეტერანებს განსაკუთრებით მიულოცა.
„მსურს, დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად მივულოცო ჩვენს ვეტერანებს, ჩვენი ქვეყნის საამაყო ჯარისკაცებს, რომლებმაც ღირსეულად ატარეს ქართველი სამხედროს მუნდირი და დაიცვეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვალში ვართ თქვენი დამსახურების წინაშე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის გასაძლიერებლად, ჩვენს ერთიანობასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას. „ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ნატო-ს მხარდაჭერას და მათ თანადგომას. ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. ჩვენი საამაყო სამხედროები, რომლებიც დღეს იბრძვიან სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში, არიან ამ ბრძოლის წინა ხაზზე და მათი სამაგალითო პროფესიონალიზმი და თავდადება ჩვენს ქვეყანას საუკეთესოდ წარმოაჩენს მთელს მსოფლიოში. მე მინდა, მათ განსაკუთრებულად მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“,- განაცხადა ღარიბაშვილმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე.