ირაკლი ღარიბაშვილი - ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში უკვე ჩამოვიდა, შემდეგი დოზების მიღებისთანავე, გაგრძელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ვაქცინაცია
ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში უკვე ჩამოვიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, საქართველომ პირველ ეტაპზე ჩვენ მიიღო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა, რითაც სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიწყება.
„გრძელდება მოლაპარაკებები ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან და სხვადასხვა მწარმოებლებთან. უახლოეს მომავალში, ვაქცინის შემდეგი დოზების მიღებისთანავე, გაგრძელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ვაქცინაცია“, – აღნიშნავს ღარიბაშვილი.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოშია დღეს ჩამოვიდა.