ირაკლი ღარიბაშვილი - უნგრელ ხალხს ნამდვილად გაუმართლა, რომ ასეთ რთულ, არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ჰყავს ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს
ირაკლი ღარიბაშვილი - უნგრელ ხალხს ნამდვილად გაუმართლა, რომ ასეთ რთულ, არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ჰყავს ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს

უნგრელ ხალხს ნამდვილად გაუმართლა, რომ ასეთ რთულ, არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ჰყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წინანდალში, უნგრელ კოლეგასთან, ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოსა და უნგრეთს აერთიანებთ ტრადიციული ღირებულებების ერთგულება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ისტორიის, კულტურის, იდენტობის შენარჩუნებაში.

„უნგრეთში ვთქვი და მინდა, გავიმეორო, უნგრელ ხალხს ნამდვილად გაუმართლა, რომ ასეთ რთულ დროს, ასეთ არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ჰყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და ემსახურება საკუთარი ხალხის ინტერესებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.