ირაკლი ღარიბაშვილი - უმოკლეს ვადაში წარმოგიდგენთ კონკრეტულ ინიციატივებს, პაკეტს, რომელიც მიმართული იქნება დემოგრაფიული საკითხების გაუმჯობესებაზე და, ზოგადად, ოჯახების გაძლიერებაზე
ჩვენ ძალიან მალე, უმოკლეს ვადაში წარმოგიდგენთ კონკრეტულ ინიციატივებს, პაკეტს, რომელიც იქნება მიმართული, ზოგადად, დემოგრაფიული საკითხების გაუმჯობესებაზე და, ზოგადად, ოჯახების გაძლიერებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, არის ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივა.
„ძალიან მოკლედ, მინდა, აღვნიშნო ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის დემოგრაფიული საკითხები. ამის თაობაზე, მოგეხსენებათ, ჩვენ პარლამენტთან ერთად დავიწყეთ აქტიური მუშაობა, შექმნილია შესაბამისი სამუშაო საბჭო და ამ მიმართულებით ჩვენი ბოლო შეკრების გადაწყვეტილება იყო შემდეგი, რომ შეიქმნა უკვე სამუშაო ჯგუფები. ჩვენ ძალიან მალე, უმოკლეს ვადაში წარმოგიდგენთ კონკრეტულ ინიციატივებს, პაკეტს, რომელიც იქნება მიმართული დემოგრაფიული საკითხების გაუმჯობესებაზე და, ზოგადად, ოჯახების გაძლიერებაზე. არის ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივა, რომლებსაც ძალიან მალე წარმოგიდგენთ განსახილველად და დასამტკიცებლად“, – განაცხადა პრემიერმა.