ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინა არის არა მხოლოდ მეგობარი სახელმწიფო, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ
ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინა არის არა მხოლოდ მეგობარი სახელმწიფო, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ

დიდი პატივია ჩემთვის, რომ ოფიციალურად ვიმყოფები ჩემს და ჩემი ხალხისთვის გამორჩეულ მეგობრულ სახელმწიფოში, უკრაინაში, მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ძალიან თბილი მასპინძლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბატონმა პრემიერმა გუშინ გვიმასპინძლა მშობლიურ ქალაქში, ლვოვში. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს ჩვენთვის იყო დიდი პატივი და მინდა, დავაფიქსირო, რაოდენ მადლიერი ვართ ასეთი მასპინძლობისთვის.

უკრაინა და უკრაინელი ხალხი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. უკრაინა არის არა მხოლოდ მეგობარი სახელმწიფო, არამედ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.