ირაკლი ღარიბაშვილი „ტვ პირველს“ - როცა თქვენ უვარდებით მოქალაქეებს კერძო საკუთრებაში, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ისევე, როგორც მიუვარდით ჩემს შვილებს
როცა თქვენ უვარდებით მოქალაქეებს კერძო საკუთრებაში, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ისევე, როგორც მიუვარდით ჩემს შვილებს, სამარცხვინო იყო, რაც თქვენმა ტელევიზიამ, თქვენმა ჟურნალისტებმა გააკეთეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს რომან ჩხენკელთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ადამიანს აქვს უფლება, განავითაროს ბიზნესი.
„მე თანამდებობა დავტოვე 2015 წლის 23 დეკემბერს. ჩემთან უამრავი ადამიანი მუშაობდა. ყველა ადამიანს აქვს უფლება, იარსებოს, იმუშაოს და განავითაროს საკუთარი ბიზნესი. ყველა ადამიანს გაუმარჯოს ღმერთმა. ეს არის მათი პირადი ბიზნესი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.