ირაკლი ღარიბაშვილი - თურქეთში პირველივე დღეებში გავაგზავნეთ 100 მაშველი, ჩვენი გმირი მაშველები ჩართული არიან სამუშაოებში, უკვე ბევრი ადამიანის გადარჩენა შეძლეს
თურქეთში ჩვენ პირველივე დღეებში გავაგზავნეთ 100 მაშველი, ჩვენი გმირი მაშველები არიან ჩართული სამუშაოებში, ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენა უკვე შეძლეს ჩვენმა ქართველმა მაშველებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს.
„დახმარებაზე მოგახსენეთ უკვე და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მზად ვართ, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ“, – განაცხადა პრემიერმა.