საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„გილოცავთ თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 99 წლისთავს. თურქეთსა და მის ხალხს კეთილდღეობას ვუსურვებ. მოხარული ვარ, რომ გვყავს ასეთი სანდო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება მომდევნო წლებში“, – ნათქვამია ღარიბაშვილის მისალოც მიმართვაში.