ირაკლი ღარიბაშვილი თერჯოლის მერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ირაკლი ღარიბაშვილი თერჯოლის მერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თერჯოლის მერის, ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

პრემიერი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და თანამებრძოლებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თერჯოლის მერის, ბატონი ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო. მისი  სახით ჩვენმა გუნდმა, თერჯოლამ და მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ახალგაზრდა, თავისი ქვეყნის პატრიოტი სახელმწიფო მოღვაწე. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ლაშას ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და თანამებრძოლებს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა.