საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად ქართველი მსახიობის, თენგიზ არჩვაძის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში 28 ოქტომბერს გარდაიცვალა. მსახიობი დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალეს.