ირაკლი ღარიბაშვილი - თავდაცვის ძალების ყველა რეგულარული ქვედანაყოფი „ემ ოთხი“ ტიპის შაშხანებით აღიჭურვება
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მალე რეალობად იქცევა, შეეხება თავდაცვის ძალების ყველა რეგულარული ქვედანაყოფის აღჭურვას „ემ ოთხი“ (M 4) ტიპის შაშხანებით, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
„ეს შესყიდვა შესაძლებელი გახდა ჩვენ მიერ 2006-2007 წლებში ერაყში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების და აღდგენის ოპერაციებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობისთვის საქართველოს მთავრობისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი აუთვისებელი თანხებიდან, რომელიც დაახლოებით 22 მილიონ დოლარს შეადგენს. ჩვენ სრულად მოვახდინეთ აღნიშნული თანხის ათვისება და „ემ ოთხი“ ტიპის შაშხანებთან ერთად, დამატებით საბრძოლო ქვედანაყოფებში სრულად აღიჭურვებიან ნატო-ს სტანდარტებით თანამედროვე შეიარაღებით.
მინდა, ასევე აღვნიშნო, ავიაციის განვითარების მიმართულებით „თბილავიამშენსა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობა. მათი ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად ამჟამად მიმდინარეობს უკვე მოსამზადებელი სამუშაოები არსებული საფრენი აპარატების აღდგენა- რეაბილიტაცია, მოდერნიზაციის სამუშაოები. კერძოდ, „დელტას“ ანგარებში ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ ჩვენს ბალანსზე არსებული „სუ 25“-ებისა და მოიერიშე შვეულმფრენების, ვერტმფრენების რეაბილიტაციასა და განახლების პროცესს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.