ირაკლი ღარიბაშვილი - თამაზ კვაჭანტირაძემ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართული ენის შესწავლასა და განვითარებაში, რაც დაუფასდა არაერთი საპატიო წოდებითა და ხალხის სიყვარულით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. კუჭავა გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო.
ბატონმა თამაზმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართული ენის შესწავლასა და განვითარებაში, რაც დაუფასდა კიდეც არაერთი საპატიო წოდებითა და ხალხის სიყვარულით. თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალება უმძიმესი დანაკლისია ქართული მეცნიერებისთვის. თანავუგრძნობ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი და პოლიტიკოსი თამაზ კვაჭანტირაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.