საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. დილიდან ვერტმფრენებით მოქალაქეთა გამოყვანა განახლდა.