ირაკლი ღარიბაშვილი - სტატუსი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ქვეყნის გაერთიანება, რომელზეც ოპოზიცია არ საუბრობს და რომელთა ბრალია ქვეყნის 20 %-ის ოკუპაცია
ირაკლი ღარიბაშვილი - სტატუსი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ქვეყნის გაერთიანება, რომელზეც ოპოზიცია არ საუბრობს და რომელთა ბრალია ქვეყნის 20 %-ის ოკუპაცია

სტატუსი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ქვეყნის გაერთიანება, რომელზეც ოპოზიცია არ საუბრობს და რომელთა ბრალია ჩვენი ქვეყნის 20 %-ის ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს დასკვნითი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, უგუნური პოლიტიკით ვერ დაიცვა საქართველო, რამაც განაპირობა ქვეყნის ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია და რუსეთის მხრიდან ამ ტერიტორიების ე.წ აღიარება.

„ძალიან მოკლედ, კიდევ ერთხელ, მინდა, ჩემი განმარტება გავაკეთო სტატუსის მნიშვნელობის თაობაზე და ასევე, ვისაუბრო ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივაზე. ამას გარდა, ძვირფასო მეგობრებო, კარგად გვესმის, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს, წარმოაჩინოს საზოგადოებისთვის სიტუაცია იმგვარად, თითქოს სხვა საკითხი, სხვა დღის წესრიგი ჩვენ არ გაგვაჩნია. სტატუსი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, რომელზეც ეს ადამიანები არ საუბრობენ და რომელთა ბრალია, პირდაპირ უნდა ითქვას, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია. მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია. მათ ვერ დაიცვეს ქვეყანა, რამაც განაპირობა დროებითი ოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიების ე.წ აღიარება რუსეთის მხრიდან“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.