ირაკლი ღარიბაშვილი - სრული მობილიზება გვაქვს, რომ მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს არჩევნები, ქვეყანამ დაისვენოს მუდმივი საბოტაჟისგან, რომელიც მომდინარეობს მოძალადე სააკაშვილის პარტიისგან
ჩვენ მშვიდი, თავისუფალი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, უნდა იყოს სამაგალითო და სანიმუშო, ისეთი როგორიც იყო პირველ ტურში, რომ დესტრუქციულ ოპოზიციას არ მივცეთ არც ერთი საბაბი, რაიმე დესტრუქციის მოწყობის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სრული მობილიზებაა გამოცხადებული, რომ მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში, სამართლიან, კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები.
„მე მინდა ყველას გითხრათ, რომ ჩვენ დავიწყეთ თითოეულ მუნიციპალიტეტში, სადაც გაიმართება მეორე ტური, შეხვედრა ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან, აქტივთან, კიდევ ერთხელ გავიარეთ გეგმები. რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში ვიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ. ბუნებრივია, ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული, რომ მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში, სამართლიან, კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ამ მუდმივი საბოტაჟისგან, რომელიც მომდინარეობს მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის პარტიისგან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.