ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრს, გნელ სანოსიანს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სომხეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს.

მათივე ცნობით, ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის რეგიონულ და ინფრასტრუქტურულ სფეროში თანამშრომლობისა და აღნიშნული მიმართულებით ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ სფეროში  ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს.