ირაკლი ღარიბაშვილი - სლოვენიის პრემიერთან ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი და თანამშრომლობის გაღრმავების ახალი შესაძლებლობები განვიხილე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ იანეზ იანშასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი და თანამშრომლობის გაღრმავების ახალი შესაძლებლობები განიხილა.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ იანეზ იანშასთან. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი და თანამშრომლობის გაღრმავების ახალი შესაძლებლობები. ვაფასებთ სლოვენიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებებისადმი“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.