ირაკლი ღარიბაშვილი - სიმბოლურია, რომ დღეს არის წამებით გარდაცვლილი სერგო თეთრაძის დაბადების დღე, ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ სიმართლე არ იკარგება და ყველა დამნაშავე წარდგება მართლმსაჯულების წინაშე
სიმბოლურია, რომ დღეს არის წამებით გარდაცვლილი და მოკლული სერგო თეთრაძის დაბადების დღე, ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ სიმართლე არ იკარგება და ყოველთვის ყველა დამნაშავე ადრე თუ გვიან წარდგება მართლმსაჯულების წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ „რუსთავი 2“-ის ეთერში მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების პროცესზე საუბრის დროს განაცხადა.
„სიმბოლურია, რომ დღეს არის წამებით გარდაცვლილი და მოკლული სერგო თეთრაძის დაბადების დღე. სხვათა შორის, ამ დღეს დააკავეს სერგო თეთრაძე, 2010 თუ 2011 წლის 17 სექტემბერს. სიმბოლური დამთხვევაა, დამერწმუნეთ, ნამდვილად არ გვიზრუნია ამის თაობაზე, ეს უბრალოდ, ბუნებრივად ასე მოხდა. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ სიმართლე არ იკარგება და ყოველთვის ყველა დამნაშავე ადრე თუ გვიან წარდგება მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.