ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს, იგნასიო კასისის შეხვდა.  ღარიბაშვილსა და კასისისშეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები იყო ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა.

ირაკლი ღარიბაშვილი იგნასიო კასისს ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების შესახებ ისაუბრეს.

გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.